არ სჯერა მოსახლეობას რომ დასავლეთს, ოპოზციიას ომი უნდა. მაგრამ ასეთი პროპაგანდა დიდი წნეხია, განსაკუთრებით რეგიონებში. რეგიონებში არიან ადამიანები, ვისაც მართლა სჯერა, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მეორე დღესვე დაბომბვები დაიწყება და აქ არის უკვე ოპოზიციის როლი. უნდა ჩავიდეს ოპოზიუცია ფიზიკურად. პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ პროპაგანდით მუშაობა, არ არის საკმარისი. პროპაგანდის რესურსი ბევრად უფრო მაღალია. სოფლის გამგებლები არიან, ადმინისტრაცია, თბილისში შეიძლება გამეგბელი არც იცოდეს ხალხმა ვინ არის და სოფლის გამგებელი სხვა ფიგურაა, ის ეუბნება, რომ ომი იქნება და ალეტრნატიული აზრი უნდა მიაწოდო. ობიექტურობისთვის ვთქვათ, იმ ბანაკში ვიყავი, 2012 წელს, მაშინაც იყვნენ ზონდერები, ქვებს გევსროდნენ პირდაპირ, უნდა გადატეხოს ოპოზიციამ, ჰალსტუხებით და თეთრი პერანგებით პოლიტიკა ვერ კეთდება. ბრძოლაა საჭირო, იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს უნდა გადაიტეხოს, ბიძინა მილიონერი იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ სოფელ–სოფელ დადიოდა, მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ერთიან სიას, მაგრამ აქ უკვე საჭიროა ოპოზიციის ერთობლივი აქციები. თითო რეგიონში თითო აქცია კოორდინირებული, საერთო მოაწყონ. ხალხმა უნდა დაინახოს ძალაზე კონტრძალა.
