19 წლის ტაბარიკ კადიროვასა და მის კომპანიას გასულ წელს 200 მლნ-ის მოგება ჰქონდა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვას კომ­პა­ნია მი­ლი­ო­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. სა­უ­ბა­რია “ირს გუპ­ზე“ – ეს არის კომ­პა­ნია, რომ­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გახ­ლავთ რამ­ზა­ნის შვი­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ამ 203 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის მო­გე­ბა ნახა, აქე­დან 196 მი­ლი­ო­ნი სუფ­თა მო­გე­ბა იყო.

ინ­ფორ­მა­ცია ღია ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი

ან­გა­რიშ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბა­ლან­სი 196.4 მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენს. 2023 წელს გა­სა­ვალ­მა 6.2 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა. კომ­პა­ნი­ას საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 436 000 რუბლს შე­ად­გენს.

“ირს-გრუ­პი“ 2023 წლის მარ­ტში და­რე­გის­ტრირ­და. მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ვაჭ­რო­ბა, იჯა­რა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვა, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვა და გა­ყიდ­ვა .

“ირს-გრუპ­მა“ ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვა 2022 წლის ბო­ლოს ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის კომ­პა­ნი­ის, “გროზ­ნოს ტაქ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და.

“ირს-გრუპ­ში“ კა­დი­რო­ვას 99%-იანი წილი აქვს. საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კი ვაჭ­რო­ბა და კი­დევ 35 კა­ტე­გო­რია აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მათ შო­რის რეს­ტორ­ნე­ბი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვა.

ასევე დაგაინტერესებთ