ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 წლის რუსმა მილიონერმა გოგონამ სამსართულიანი სასახლე იყიდა

13 წლის რუს­მა მი­ლი­ო­ნერ­მა ბლო­გერ­მა მი­ლა­ნა ხა­მე­ტო­ვამ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე იყი­და. გო­გო­ნას სა­კუ­თარ YouTube არხზე ექვს მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გო­გო­ნამ ფოტო გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც ჩანს, რომ აგუ­რის სახ­ლის ფარ­თო კარ­თან დგას და ხელ­ში გა­სა­ღე­ბი უჭი­რავს. "ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს ახდა! რა თქმა უნდა, მე მჯე­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ის, მაგ­რამ უფრო სა­კუ­თა­რი თა­ვის!“ - იხუმ­რა ახალ­გაზ­რდა მი­ლი­ო­ნერ­მა. ხა­მე­ტო­ვამ თა­ვის გა­მომ­წე­რებს მო­უ­წო­და, რომ "სწამ­დეთ სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის". ახალ­მა შე­ნა­ძენ­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი ხა­მე­ტო­ვას შე­მო­სა­ვალ­ზე. მარ­თა­ლია გო­გო­ნას შთამ­ბეჭ­და­ვი აუ­დი­ტო­რია ჰყავს YouTube-ზე, იღებს ვი­დე­ო­ებს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თარ ტრე­კებ­საც კი - მის­მა სიმ­ღე­რებ­მა "Buy a Dog", "Dancing" და "Crash" უკვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. და სა­დე­ბი­უ­ტო სიმ­ღე­რა "Umka" 110 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. ბევრ რა­მე­ში ნი­ჭი­ე­რი მი­ლა­ნას პო­პუ­ლა­რო­ბა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა ბლო­გერ­მა და­ვამ უზ­რუნ­ველ­ყო. სწო­რედ მან მი­ი­ღო გო­გო­ნა თა­ვის სუ­პერ სახ­ლში - და რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა და­ი­წყო ხა­მე­ტო­ვას­გან. 2023 წელს მი­ლა­ნა შე­ვი­და Forbes-ის "30 წლამ­დელ­თა" ნო­მი­ნან­ტთა სი­ა­ში და გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე. ბლო­გე­რი კვლავ მა­ლავს სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბას. მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში მან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­ნა­ცხა­და: ”საკ­მა­რი­სია სა­ცხოვ­რებ­ლად, ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა”.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.