ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 ივნისს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

13 ივნისს, ღამის საათებში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.