ბლოგერ უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან – ადვოკატი

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ის პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს ამ ეტაპზე ეუბნებიან, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.
“მას ყველანაირი იარაღი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და რამდენადაც ჩვენ განგვიცხადა, აქვს კანონიერად რეგისტრირებული, თუმცა, მან ასევე განაცხადა ისიც, რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი სახლიდან, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს. ჩვენ, ადვოკატებს შესაძლებლობა არ გვქონია, რომ პროცესში სრულყოფილად ჩავრთულიყავით…
ეკითხებოდნენ, რატომ აქვს სკუტერი, რატომ აქვს აირწინაღი, პირბადეები…” – ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.
გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.