მილერი: საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ კურსი უნდა შეიცვალონ

ჩვენ ღრმად გვაწუხებს ქმედებები, რომლებიც კანონმდებლობის გამპროტესტებელთა წინააღმდეგ და კანონპროექტის წინსვლისთვის მიიღეს. ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის გაზრდილი ცნობების შესახებ. ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრულიად დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ.
და მე მხოლოდ ვიტყვი, ფართო შეკითხვის პასუხად, საქართველოსთან 30 წელზე მეტია წარმატებული პარტნიორობა გვქონდა, გვსურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეიცვალოს.