ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებოს, მისცენ აბაშიძეს ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობა

“ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა” – სახალხო დამცველის აპარატი სამხედრო ბლოეგრის, უჩა აბაშიძის დაკავებას ეხმაურება.
“ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით.
სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სამთავრობო უწყების ვებგვერდზებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბაშიძის #22 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უჩა აბაშიძე დააკავეს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.
დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.
გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.