ჯონ კირბი – ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, მ განაცხადა.
„ირანის მხრიდან პოტენციურ საფრთხეს ჯერ კიდევ როგორც რეალისტურს, ისე ვაფასებთ, რომელსაც ახდენა შეუძლია. ამას ძალიან, ძალიან ახლოდან ვაკვირდებით”, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, -ის ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე „მუდმივ კომუნიკაციაში” იმყოფებიან ისრაელელ კოლეგებთან და გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა ისრაელმა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
„რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს ძალიან საჯარო და, როგორც მიგვაჩნია, ძალიან რეალისტური საფრთხე, რომელიც ირანმა გააკეთა ისრაელზე პოტენციური თავდასხმების თაობაზე”,-განაცხადა კირბიმ.
ამას გარდა, მან თქვა, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე აშშ-ის ხელმძღვანელობას რეგიონში ამერიკელი სამხედროების განლაგებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.
„მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია უარვყო, რომ ვითარება გავაანალიზეთ და კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ, ამ ზომების უშუალო დეტალებში შესვლის უფლება არ მაქვს”, – განაცხადა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ