“ცუდი “რასკლადია” ოცნებისთვის – თითო ჯენ ზ-ის უკან, ერთი გააფთრებული დედა, ორი გრძნეული ბებია, ერთი-ორი აგრესიული დეიდა ან მამიდა დგას” – თავდგირიძე

ოცნების ადგილზე ცოტა უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, თითო ჯენ ზ-ის უკან, ერთი გააფთრებული დედა, ორი გრძნეული ბებია, ერთი-ორი აგრესიული დეიდა ან მამიდა დგას მინიმუმ. დიდი სამობილიზაციო რესურსია, საჭირო მომენტში რიცხოვნობის ხუთჯერ მატების შესაძლებლობით. არაფერს ვამბობ ბრტყელტერფიან მამებზე, ბიძებზე და პაპებზე, მაგათვის ოცნება შორსაა თავისი სიკეთეებით და ზემოდ აღნიშნული პირველი კატეგორიის რეზერვის კონტიგენტი ცოლების, ცოლისდების და სიდედრების სახით სახლში ყავთ. ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება საზარბაზნე ხორცად იყვნენ გამოყენებული. პ.ს. მოკლედ, ნებისმიერ ვარიანტში ცუდი რასკლადია ოცნებისთვის. ღირსეული კაპიტულაციის და ამაყი გაძურწვის ჟამი დადგა მე მგონი. თუ რამე გლობალურ ომის პარტიას და ს დააბრალეთ მარცხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე გიორგი მსხილაძეს – რადგან აქ ცდილობენ, პრეზიდენტის ვეტო დაიწუნონ, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის დასკვნიდან მოიყვანოთ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ციტატები