ჯონ კირბის განცხადებით, კაიროში მოლაპარაკებების ფარგლებში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ავრცელებს.
„ჩვენ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის პასუხს ველოდებით. ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში -ის დელეგაციას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობდა.
ჯონ კირბის ცნობით, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღეს თეთრ სახლში ს ოპოზიციის ლიდერს, იაირ ლაპიდს შეხვდება.
ასევე, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გუშინ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 300-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც პროგრესია, თუმცა თეთრი სახლი ისრაელზე ზეწოლას გააგრელებს, რათა ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ