ჯონდი ბაღათურია: ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი

ზელენსკის საქციელი ნახეთ ალბათ ტრამპის კაბინეტში ხო ❓❗️
ახლა თუ წარმოგიდგინიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ “ომის პარტიის” ემისრები ჩვენი მთავრობის კაბინეტებში, განსაკუთრებით რა გაიარა ივანიშვილმა ❓❗️
კარგად დააკვირდით რა მოხდა:
კაცი ჩავიდა, უფრო ზუსტად გააგზავნეს ამერიკაში და ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარ კაბინეტში სკანდალი მოუწყო, ჟურნალისტების თანდასწრებით ღიად, აშკარად და უკიდურესად თავხედურად მოითხოვდა, “კაჩაობდა” ომში უნდა ჩაერთოო . . .
ზელენსკის ამ ვიზიტს, წინ უსწრებდა “ომის პარტიის” კიდევ ორი ემისარი, მაკრონი და სტარმერი, ორთავე ზუსტად ასე, თუმცა შედარებით დიპლომატიურ ტონალობაში, ითხოვდა იგივეს :
“ჩვენს ჯარს “სამშვიდობო ჯარს” დავარქმევთ და მშვიდობის სახელით დავეხმარებით უკრაინას, ანუ მშვიდობის სახელით ომში ჩავერთვებითო, ოღონდ რუსები თუ თავს დაგვესხმებიან შენ უნდა დაგვეხმაროო” . . .
ეს არ არი ახლა ომში “დაპატიჟება” ❓❗️
ჰოდა ამ თავხედურ “თხოვნას”, თუ “საომრად მიპატიჟებას”, ტრამპმა საკმაოდ გონებამახვილური სარკაზმით უპასუხა, გთავაზობთ ციტატას:
“რუსები თავს თუ დაგესხმებიან დახმარება აღარ დაგჭირდებათო” . . .
ასეთმა დამცინავმა პასუხმა გასაგები გახადა რომ ტრამპი თავისი ნებით ომში არ ჩაერთვებოდა . . .
ამიტომ ასპარეზზე გამოიყვანეს
“ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს მ ქ ნ ე ლ ი” ზელენსკი და ისტორიაში არავის რომ არ “უ ქ ნ ი ა” ისეთი რამე “ა ქ ნ ე ვ ი ნ ე ს” . . .
აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც . . .
დიდება და მადლობა უფალს რომ აგვარიდა ომს და ერთად ვთხოვოთ რომ მშვიდობა მოგვცეს ✊❤️
P.S. ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი
ღმერთო დალოცე და აკურთხე, გააძლიერე და გადაარჩინე თავის ოჯახთან ერთად, ყველა ვინც ღმერთს, სამშობლოს და ხალხს არ უღალატა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს