ჯოზეფ ბორელი – აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის

მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება მინისტრების დონეზე ვითარების პირველადი შეფასება.
ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება