ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს

ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან.
ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა.
„სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება: “მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა” ძალიან თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა. ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა. ზოგადად, შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს“- წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.