ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა – უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ჯემალ გამახარია იყო წარდგენილი.
„კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მოთხოვნათა შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით შემდეგი 5 წლის ვადით ისევ ჯემალ გამახარია აირჩიეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ