9 მაისს რუსთაველის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს გამართავს

9 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ს ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს გამართავს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა ავრცელებს.
ღონისძიებას, რომელსაც უმასპინლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში , დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გალა კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის