ჯეიმს ო'ბრაიენი – სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის

სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს სამოქალაქო სექტორთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არჩევნები კარგად ჩაივლის. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.
“ჩვენ [საქართველოს საპარლამენტო არჩევნების] სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის” , -აღნიშნა მან.
ო'ბრაიენმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების კუთხით ძალისხმევა ჩადო.
“ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი განუწყვეტლივ ამბობს, რომ მათ ევროკავშირში შესვლა სურთ, ეს არის ის, რისი ერთგულიც უნდა ვიყოთ. საქართველოს მთავრობამ რეალურად ძალისხმევა ჩადო რეფორმების ზომებში, განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში. ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, ვაფასებთ იმას, რაც სანქციებისთვის გვერდის ასარიდებლად გააკეთეს, ბევრი აქტივობების შეზღუდვით. ვფიქრობ, დიდი სივრცეა ოპტიმიზმისთვის, რომ საქართველო ამ გარემოში საკვანძო კონტრიბუტორი იქნება”, – განაცხადა ო'ბაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან