ჯასტინ ტრუდო – აშშ-მა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ, ამავდროულად შემწყნარებლები არიან პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ, სცადეთ აზრის გამოტანა – საპასუხო ტარიფებს შემოვიღებთ

კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს -ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრუდოს თქმით, კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს. ტრუდოს თქმით, აშშ-ის მხრიდან კანადის წინააღმდეგ შემოღებულ 25%-იან ტარიფებს, რომლებიც 4 მარტს შევიდა ძალაში, “აბსოლუტურად არანაირი გამართლება ან საჭიროება” არ ჰქონდა.
“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა,” – განაცხადა ტრუდომ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე – 21 დღეში.
“კანადელები პასუხისმგებელი ხალხია, და ზრდილობიანები ვართ. მაგრამ ბრძოლიდან უკან არ დავიხევთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის – და მასში ყველას კეთილდღეობა – სასწორზეა,” – განაცხადა ტრუდომ.
მისი თქმით, “ჩვენი ტარიფები არ გაწვევა მანამ, სანამ შეერთებული შტატების ტარიფები არ იქნება გაწვეული და არც ერთი წამით ადრე.”

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა