ჯანმოს პრეზიდენტი ტედროს გებრეისუსი მოსახლეობას აფრთხილებს

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ბოლო კვირებში ბევრ ქვეყანაში COVID19-ის, გრიპის და სხვა რესპირატორული დაავადებების ფაქტებმა იმატა. მისი აზრით, ვირუსის ფაქტების მატების ტენდენცია დღესასწაულების შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ გებრეისუსმა X-ში დაწერა.

მისი თქმით, სიმპტომების შემთხვევაში ადამიანებმა მაშინვე სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ, რათა ვირუსის მწვავე და ლეტალური შედეგი თავიდან იყოს აცილებული.

„გამოიყენეთ პირბადეები, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაიცავით დისტანცია, და დარწმუნდით, რომ თქვენმა ახლობლებმა COVID19-გან და გრიპის ვირუსისგან ვაქცინაცია ჩაიტარეს“,- წერს ტედროს გებრეისუსი.

მან მოუწოდა მთავრობებს, რომ უზრუნველყონ მოსახლეობის წვდომა ტესტებისა და ვაქცინებისადმი, განსაკუთრებით ეს რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს ეხება.

ასევე გებრეისუსი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შესწავლის გაგრძელება და მოსახლეობისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაა აუცილებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…