ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანმარკო ტამბერი: ბეჭედი ახლა სამუდამოდ დარჩება სიყვარულის ქალაქის მთავარ მდინარეში

სიმაღლეზე მხტომელი იტალიელი სპორტსმენი, ჯანმარკო ტამბერი რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ოლიმპიელმა პარიზი 2024-ის გახსნის ღონისძიებაზე საქორწინო ბეჭედი დაკარგა - შემთხვევით ის მდინარე სენაში ჩაუვარდა.
💌 ბოდიშის ნიშნად ჯანმარკომ ცოლს ღია წერილი მისწერა. 32 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კირა ბონტემპისადმი მიძღვნილი წერილი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
💭 "ბოდიში ჩემო სიყვარულო, ძალიან ვწუხვარ. ბეჭედი ახლა სამუდამოდ დარჩება სიყვარულის ქალაქის მთავარ მდინარეში. საბაბი გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიქორწინოთ და ჩვენი ფიცი განვაახლოთ”, - ვკითხულობთ მასში. “მხოლოდ შენ შეგეძლო ეს ყოველივე რომანტიკად გექცია", - პასუხობს კირა ქმრის საჯარო მობოდიშებას.
📍 წყვილმა 2022 წლის სექტემბერში იქორწინა. ცნობისთვის, ტამბერი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია. მას ასევე მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონისა (2024) და მსოფლიო ჩემპიონის (2023) ტიტული. მისი მამა, მარკო ტამბერიც სიმაღლეზე მხტომელი იყო და იტალიის სახელით ასპარეზობდა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.