ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.
„ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს – ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ლამაზ დღეთა სიმრავლეს უსურვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ