ხმაური 157-ე სკოლასთან – მშობლები ჩავარდნილ სასწავლო პროცესს აპროტესტებენ (ვიდეო)

ამ წუთებში ხმაურია 157-ე  საჯარო სკოლასთან, სადაც  მშობლები ჩავარდნილ სასწავლო პროცესს აპროტესტებენ.

საჯარო სკოლის ათასობით მოსწავლისთვის დღეს პირველი ზარი მათ სკოლებში არ დაირეკა. დაუსრულებელი რეაბილიტაციის და მშენებლობების გამო, ბავშვებს სწავლის გაგრძელება ისევ სხვა სკოლებში უწევთ.

სკოლასთან შეკრებილი მასწავლებლები და მშობლები ამბობენ, რომ წლებია, შენობებში რემონტი მიდის მაგრამ ვერ სრულდება. ერთ კომპანიას მეორე ცვლის, თუმცა შედეგი კვლავ არ დგება.

ისინი კომერციულ ინტერესებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სკოლას დასანგრევი არაფერი სჭირს.

მოგვაქციონ ყურადღება, ეს სკოლა დასანგრევი არ არის, რა თქმა უნდა, კომერციული ინტერესებია ყველაფრის მიზეზი, რომელსაც აქარწყლებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა წლების განმავლობაში მუშაობა მშობლებზე. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და კომპლექსის აშენება იგეგმება, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

შენობა დგას უფუნქციოდ და წელიწადის დროებივით იცვლება დაპირებები, ხელისუფლების მხრიდან. ჯერ ვერ გადაწყდა დასანგრევია, თუ სარეაბილიტაციო. ამასობაში გადის წლები, იკარგება კონტიგენტი და საფრთხის ქვეშ დგება, ყევლას კეთილდღეობა, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სკოლებში უფასო კვება არ არის დანერგილი და ეს ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვენლოვანია უფასო კვება, იმ ფონზე, როცა მოსწავლეებს სხვადასხვა ცვლებში უწევთ სწავლა.

ელემენტარული წახემსების და ჯანსაღი კვების მიღების უფლება მაინც რომ ჰქონოდათ ბავშვებს, სწორედ ესაა, რაც უქმნის ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებს. ჩემ შვილს, იმის გამო, რომ მეორე სმენაში სწავლობს, წესიერად სადილს ვერ ღებულობს, ყოველ გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ექმნება. 6 წელია, ბავშვს დღის სმენა არ ღირსებია, ღამის სკოლაში, არასრულფასოვანი კვება, განათლება, ვდგავართ, ვაპროტესტებთ, – ამბობს მშობელი.

პროტესტი 157-ე სკოლასთან გრძელდება. 2 წელია, რაც სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ, რათა მოსწავლეებმა საკუთარ სკოლაში შეძლოს სწავლა, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ