ხვალ რომ არჩევნები იყოს: 31.4% “ოცნება”, 9.6% ენმ, 9.1% “ახალი” – “მთავარი არხის” კვლევა

ხვალ რომ არჩევნები იყოს: 31.4% “ოცნება”, 9.6% ენმ, 9.1% “ახალი” – “მთავარი არხის” კვლევა
ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 31.4% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 9.6% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 9.1% – პარტია ახალს.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა.
მონაცემები შემდეგნარიად გადანაწილდა:
ტელეკომპანია მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი და მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + – 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. მათივე ინფორმაციით, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 – 10 აპრილის შუალედში.

ასევე დაგაინტერესებთ

ორბელიანების სასახლის წინ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს – ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები