ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს

ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
ფოტო: Shutterstock
იმ ახალგაზრდა ქალების უმეტესობაში, რომლებიც ხელოვნურ წამწამებს ხშირად იყენებენ, მკვლევრებმა Demodex folliculorum-ის სახელით ცნობილი კანის ტკიპები აღმოაჩინეს. ისინი სწორედ მათ წამწამებზე დააფიქსირეს. ამ პარაზიტებს კანის მტკივნეული რეაქციის, დემოდეკოზის, გამოწვევა შეუძლია.
კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის ევროპული საზოგადოების (ESCRS) 44-ე კონგრესზე წარდგენილი კვლევის თანახმად, შესწავლილი ქალების დიდ ნაწილს თვალის გაღიზიანების სიმპტომებიც აღენიშნებოდა. ასევე, გამოვლინდა წამწამებთან ახლოს მდებარე მეიბომის ჯირკვლების პრობლემები. მათი ფუნქცია თვალის გამოშრობისგან დამცავი ცხიმოვანი ნივთიერების გამომუშავებაა.
ასევე, იხილეთ: ეს არსებები ჩვენს კანზე ცხოვრობენ, მრავლდებიან, ისაქმებენ და იხოცებიან — გაიცანით D. folliculorum
უკრაინის ნ. პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარმა, ტეტიანა ჟმუდმა, 16-იდან 28 წლამდე ასაკის 345 ქალის მონაცემები შეისწავლა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქალების 47.6% ხელოვნური წამწამების გაკეთების პროცედურის შემდეგ დისკომფორტს, სიწითლეს, ცრემლდენას ან ქავილს უჩიოდა.
მეიბოგრაფიის მეთოდით (ინფრაწითელი სინათლით ჯირკვლების გაშუქება) დადგინდა, რომ პაციენტების 85%-ს, რომლებმაც ხელოვნური წამწამები მინიმუმ 10-ჯერ გაიკეთეს, მეიბომის ჯირკვლის დისფუნქცია აღენიშნებოდა. დამატებით, მიკროსკოპულმა ანალიზმა 25 ქალიდან 24-ის წამწამებზე Demodex-ის ტკიპები დააფიქსირა.
“წამწამების ხელოვნური დაგრძელება ახალგაზრდა ქალებში საკმაოდ პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რადგან ის ტუშის გამოყენების გარეშე უფრო გრძელი და ხშირი წამწამების ეფექტს ქმნის. ამავდროულად, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამ პროცედურამ თვალის ზედაპირზე, შესაძლოა, სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის: გაღიზიანება, მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები და მეიბომის ჯირკვლის დისფუნქცია. ამის მიუხედავად, ხელოვნურ წამწამებსა და დემოდეკოზს შორის კავშირი კვლავ ნაკლებად შესწავლილ საკითხად რჩება”, — აღნიშნავს ტეტიანა ჟმუდი.
მისივე თქმით, ჰიგიენის ნორმების დაცვა რისკებს საგრძნობლად ამცირებს:
“ჩვენი მიგნებები არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა ხელოვნური წამწამების გაკეთებისგან თავი სრულად უნდა შეიკავონ. ამის მიუხედავად, კვლევა ქუთუთოების სათანადო ჰიგიენის, სიმპტომების ცოდნისა და მათი გამოვლენისთანავე დროული რეაგირების მნიშვნელობას ცხადყოფს“.
სპეციალისტები თვალის ოპტიმალური მოვლისთვის რეკომენდაციას კონსერვანტებისგან თავისუფალ, ჰიპოალერგიულ გელს უწევენ, რომლის გამოყენებასაც ქალებს დღეში ორჯერ (სპეციალური ჯაგრისით) ურჩევენ. ტკიპების დადასტურებული არსებობის შემთხვევაში კი ექიმები ანტიპარაზიტულ მკურნალობას განიხილავენ.
ESCRS-ის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სორჩა ნი დუბგაილი, განმარტავს, რომ პროცედურის დროს გამოყენებული წებო პარაზიტების აღმოჩენას საგრძნობლად ართულებს. სპეციალისტები ტკიპების არსებობას წამწამების ძირებში დატოვებული სპეციფიკური ნადებით ამჩნევენ, ხელოვნური წამწამების წებო კი სწორედ ამ კვალს ფარავს და დროულ დიაგნოსტირებას ხელს უშლის.
მკვლევრები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს მცირე მასშტაბის კვლევაა და არ მოიცავს შედარებას იმ ახალგაზრდა ქალებთან, რომლებსაც ხელოვნური წამწამები არასდროს ჰქონიათ. მათი თქმით, შემდგომი კვლევა ადამიანების უფრო დიდ ჯგუფს უნდა დაეყრდნოს: როგორც ხელოვნური წამწამების მქონეებს, ისე იმ პირებს, რომელთაც ეს პროცედურა არ ჩაუტარებიათ. ასე მეცნიერებს საშუალება მიეცემათ, ზუსტად განსაზღვრონ ტკიპების რაოდენობა და გამოკვეთონ კავშირი პროცედურის სიხშირეს, თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პარაზიტული ინფექციის სიმპტომებს შორის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს5299 ნახვა
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი “მშრალ ზონად” იქცეს1885 ნახვა
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი1783 ნახვა
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ1734 ნახვა
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას1462 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა “იკუმშება”
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა “იკუმშება”
გადახედვა
მეცნიერება
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
მობილური
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
Paleo
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი “სამგანზომილებიანი” ნამარხი აღმოაჩინეს
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი “სამგანზომილებიანი” ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
მედიცინა
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
მობილური
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4