“ხელისუფლება მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე” – სანაია

როგორი ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს :
ჰყოლია ეროვნული მოძრაობის ნიადაგზე მოსული ხელისუფლება, ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის მომტანი, შეცდომებითა და გამოუცდელობით, რომელსაც ძირს უთხრიდნენ რუსეთზე მომუშავე ძალები და დაამხეს კიდეც რუსის იარაღით. ჰყოლია ხელისუფლება, გატენილი ს აგენტებით, კორუმპირებული, კრიმინალური, დამნაშავეებითა და მკვლელებით სავსე, რომლებიც აშკარად პრორუსები იყვნენ, მაგრამ იმ ხელისუფლებაში იყო მეორე, არსით ოპოზიციური ფლანგიც – პროდასავლელების. ჰყოლია ხელისუფლება, მმართველობის საწყის თვეებში რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობით, მაგრამ ილუზიებიდან მალევე გამოსული, ცალსახად პროდასავლური, შეურიგებელი და ტანკით შემოსული მტრისთვის წინააღმდეგობის გამწევი, მძიმე პრობლემებით დემოკრატიასთან დაკავშირებით.
მაგრამ არასდროს ჰყოლია ხელისუფლება, სრული შემადგენლობით მოღალატეებით დაკომპლექტებული. ღია, დაუფარავი ძალა, რომელიც მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე. ახლა სწორედ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას.