ხაჩიძე: მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ...
სამცხე - ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ჯგუფი “ქუჩის ბიჭების“ ყოფილი წევრი, მომრერალი ზურა ხაჩიძე ევრო 2024-ზე, მოსალოდნელი საქართველო - პორტუგალიის ისტორიული მატჩის წინ, საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
“მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ - გთხოვთ მოვერიდოთ ბიჭების სახელების ცუდ კონტექსტში მოხსენიებას, ეს აზიანებს ნაკრებს და ეს გვაზიანებს ჩვენ როგორც ქვეყანას!
გთხოვთ როგორც რიგითი ქართველი და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე!“ - წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. 26 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.