ხარაგაულის მთებში, სამ მწყემსს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, 3 ადამიანს ეძებენ.არსებული ინფორმაციით, მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
“მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი.” – აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)