ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ღამით აქციაზე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, პარლამენტში მივიდა.
ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
“ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, რომ მე დამნაშავე, ცუდი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ და ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და ამის გამო შესაბამისადაც გამოვიყურები. თუმცა ეს არაფერი არ არის იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო ეს არ არის პარტიული ნიშანი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს – ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა. ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენეთ პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ მეორე თვალში ჩახედვას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთში მაინც შემომხედონ”- თქვა ხაბეიშვილმა.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია – გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.