ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში, ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება, გვჭირდება ექიმი რომ გამოგვყვეს” – რას წერს აკა სინჯიკაშილი?

“წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში, ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება, გვჭირდება ექიმი რომ გამოგვყვეს” – რას წერს აკა სინჯიკაშილი?
ქველ­მოქ­მე­დი აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არა­ერ­თი უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.
“წუ­ხელ ახა­ლი შე­მოვ­ლა გა­ვა­კე­თეთ თბი­ლის­ში და – ქუ­ჩა­ში, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ასე გა­რეთ წევს და კვდე­ბა. ეს კაცი მა­გა­ლი­თად, გე­უბ­ნე­ბით, ზა­ფხულს ვერ გა­და­ი­ტანს ამ ფე­ხე­ბით. ფო­ტოს ვერ დავ­დებ, ისე აქვს ხორ­ცი შეჭ­მუ­ლი.
ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნი­მეა თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში. გამ­ვლე­ლე­ბი აცო­ცხლე­ბენ.
ამათ თავ­შე­სა­ფა­რი არ იღებს, რად­გან ავად არი­ან და თა­ვის მოვ­ლა არ შე­უძ­ლი­ათ. უმ­რავ­ლე­სო­ბას პი­რა­დო­ბაც და­კარ­გუ­ლი აქვთ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გამ­ვლელ­მა მა­ინც რომ წა­იყ­ვა­ნოს.
გვჭირ­დე­ბა ექი­მი, რომ გა­მოგ­ვყვეს, უბ­რა­ლოდ ნა­ხოს ად­გილ­ზე და მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნოს. ასე­ვე მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ვინც ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში ივ­ლი­ან და ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ.
მე თვი­თონ მი­გიყ­ვანთ ყველ­გან.
სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა, წამ­ლე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რად საკ­ვე­ბი.
ამ­წა­მი­დან გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ – 558181218.
ფული შე­გიძ­ლი­ათ ჩა­რი­ცხოთ –
ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი
#GE35BG0000000144817300
აკა­კი სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი
თი­ბი­სი­ბან­კი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­მოგ­ზავ­ნოთ გზავ­ნი­ლით – Akaki Sinjikashvili
#სი­კე­თე­გა­დამ­დე­ბია“ – წერს აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.