წინ ერთად ევროპისკენ – თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. შენგელია წერს, რომ ევროპისკენ წინსვლისთვის ერთიანობაა საჭირო.
“ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.
სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!
სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები ასევე გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა: მ, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს, კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი.