გია ჯაფარიძე: ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს!

“ტვინის შერყევა მაქვს, დაჟეჟილობა ბევრ ადგილას, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის ეგ არაა პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამისი არ გვეშინია. ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს! მე დავიბადე საბჭოთა კავშირში და ბავშვობიდან აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა და არ მგონია, სერგო ორჯონიკიძეების, მამია ორახელაშვილებისა და ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს. ბრძოლა გრძელდება უნდა ვიყოთ მტკიცედ, დაუღლელები, ეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. აქციებზე უნდა ვიყოთ მეტნი, ეს რუსული კანონი უნდა გავატანინოთ, რაც იქნება რუსული რეჟიმის დასასრული. ვაგრძელებთ ბრძოლას! ესაა რეჟიმის აგონიური მდგომარეობა. ჩვენ ვართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის ზღვარზე და არ მგონია ამ მეთოდებმა გაამართლოს”  –  ამბობს გია ჯაფარიძე, რომელსაც გუშინ თავს “ტიტუშკები” დაესხნენ “მთავარი არხის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ