“წინ აღვუდგეთ რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას” – მწერლები და გამომცემლები რუსულ კანონს გმობენ

საქართველოს პენცენტრი, წერილზე ხელმომწერი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები განცხადებას აქვეყნებენ და გმობენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, “ხელახლა მოახვიოს ქართველ ხალხს” რუსული კანონი.
მწერლები და მთარგმნელები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ შეეგუოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას.
“საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და სთან ერთად ისარგებლოს ევროკავშირის გაფართოების ისტორიული შესაძლებლობით.
გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად.
ქართული ლიტერატურა ყოველთვის გამოხატავდა ქართველი ხალხის ფუნდამენტურ რწმენებს და ღირებულებებს, მის რწმენას წინ აღდგომოდა დამპყრობლებს, დაეცვა დაჩაგრული, გაემარჯვა სიკვდილზე და ებრძოლა თავისუფლებისთვის.
მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას.
დასასრულს შეგახსენებთ, რომ 9 აპრილიდან 35 წლის თავზე ჩვენ ისევ ს წინააღმდეგ ვიბრძვით, რადგან ამ დღის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუტანეს და მისი დაცვა დღეს ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია”, – აღნიშნუნლია განცხადებაში.