წილოსანი: ოპოზიცია იმისთვის ერთიანდება, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ ოცნებას

ის ემსახურება თავიანთი ურეიტინგო პოლიტიკური პარტიების ცოტა უფრო მეტად გაძლიერებას და უფრო მეტი შანსის მიღებას, რომ ამ არჩევნებში გადალახონ მაინც ბარიერი. თავისთავად, ეს გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ ყველა რეიტინგით, ყველა მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებით და მთელი მოსახლეობის რწმენით, ქართული ოცნება იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად. ეს გაერთიანება, რომელიც ამ პერიოდამდე ვერ მოხერხდა და ვერ დალაგდნენ, კიდევ ერთხელ გვამცნობს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებში არის სრული დაქსასულობა და ისინი დიდი ძალით და დიდი დაქანებით მიექანებიან უკვე რეგრესისკენ.