ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წილოსანი: ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას

„ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას, ისინი უკვე დადასტურებულ, საკუთარ პოზიციას უარყოფენ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ოპოზიცია სასაცილოდ უარყოფს იმ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში აქვთ გაკეთებული.

„წარმოუდგენლად არასერიოზულად ეპყრობიან საზოგადოებას, როდესაც, მთელი 2 წლის განმავლობაში, ისინი ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდნენ. ფაქტობრივად ითხოვდნენ დასანქცირებას, ტერიტორიის ჩაკეტვას, სხვადასხვა ფორმით უკრაინის ომში ჩართვას და ა.შ.

დღეს რადიკალურად სხვა პოზიციაზე დგანან, მათ შორის, სასაცილოდ უარყოფენ თუნდაც იმ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში აქვთ გაცხადებული და ამის ვიდეომასალაც მოიპოვება.

ზუსტადაც ასეთი ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას, ისინი უკვე დადასტურებულ, საკუთარ პოზიციას უარყოფენ დღეს და, ასევე, უარყოფენ ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ იმ დაპირებებს, რომელსაც ისინი დღეს საკუთარ ამომრჩეველს აძლევენ“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.