წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა, – ამის შესახებ განცხადებას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ მათ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან წითელი ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რამაც ნავთობის გადამზიდ ტანკერს, Andromeda Star-ს მცირე ზიანი მიაყენა.
„ერთი რაკეტა მეორე ხომალდის, MV Maisha-ს მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იგი არ დაზიანებულა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
„ჰუსიტების“ სპიკერმა, იაჰია სარეამ განაცხადა, რომ Andromeda Star-ი, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავს, დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა, თუმცა გადაზიდვების მონაცემების მიხედვით, ხომალდი ცოტა ხნის წინ გაიყიდა და მისი მფლობელი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ტანკერი რუსეთთან დაკავშირებულ ვაჭრობას ეწევა. ნავთობტანკერი ს ქალაქ პრიმორსკიდან ინდოეთის ქალაქ ვადინარისკენ გადაადგილდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება