შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.
მისი თქმით, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, „ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა მომტანია“.
„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება.
საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.
მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა და დაუნდობლობის, უბედურების მომტანია.
ამიტომაც მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა.
ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა ვუსურვო ჩვენ ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.