რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინის ოდესის ოლქს წუხელ Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 20-დან 17 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას ურაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურა საცეცხლე ჯგუფებმა ოდესის ოლქში 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს ოლეშჩუკი.
წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ შავი ზღვიდან ს თავდასხმის საფრთხე არსებობდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის ოდესაში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.