წითელი ვარდების თაიგული და რომანტიკული კადრები – რა ფოტოები გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ სიყვარულის დღეს – Marao

· სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება
მ საზოგადოების ყურადღება პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მიიპყრო. მისი და ყოფილი პრეზიდენტის, ს ურთიერთობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილი ერთხელ თქვა კიდეც, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება, თუმცა ამ თემაზე თავად სოფოს არასდროს უსაუბრია. ამჯერად მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა. მან სიყვარულის დღესთან დაკავშირებით წითელი ვარდების თაიგული მიიღო.
· სოფო ნიჟარაძის კარიერა
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს ს სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო “ევროვიზიის” კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
· სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.
„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Ancora ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.

ასევე დაგაინტერესებთ

” ნიუ-იორკში დღს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ნიუ-იორკში დღს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ” – ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოები მშვენიერ თეთრ კაბაში – Marao