“მიმაქვს ქართული ცეცხლი ევროვიზიის წითელ ხალიჩაზე” – ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები – Marao

“მიმაქვს ქართული ცეცხლი ევროვიზიის წითელ ხალიჩაზე” – ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები – Marao
ევროვიზია 2024-ზე საქართელოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, , სომხეთი, , , ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია. თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის. შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.
ნუცა უკვე შევდეთშია და ემზადება საქართველოს წარსადგენად ევროვიზიაზე. “მიმაქვს ქართული ცეცხლი ევროვიზიის წითელ ხალიჩაზე” – ამ სათაურით ის კადრებს წითელი ხალიჩიდან გვიზიარებს. ვიდეოში ის ტავადაც წითლებშია გამოწყობილი და ჟურნალისტებთან საკუთარი მუსიკალური ნომრის შესახებ საუბრობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება, თუ რატომ არ აკეთებს ნუცა განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს ევროოული არჩევანის შესახებ მით უფრო, რომ ის სამშობლოს ევროპულ კონკურსზე წარადგენს. თავად ნუცამ ამის შესახებ კომენტარი ტიკტოკზე დაწერა და თქვა, რომ სანამ კონკურსი არ დასრულდება, ამის უფლება არ აქვს. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც უკრაინის წარმომადგენლებმა საჯარო ინტერვიუში ისაუბრეს მათ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ს აგრესიის შესახებ, ნუცას გვერდზე აღნიშნული კომენტარი აღარ იძებნება.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ “ჯორჯიის” შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა “ევროვიზიის” ლონდონის პრეფართიზე ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა და ემოციური შესრულება, რომელიც ნუცამ გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის” გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ