მომრერალი ნათია თოდუა სამწუხარო ინფრომაციას ავრცელებს – Marao

მომრერალი ნათია თოდუა სამწუხარო ინფრომაციას ავრცელებს და წერს, რომ მამა გარდაეცვალა.
ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ. ნათიას ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთული ისტორია აქვს.
ნათია თოდუა დაიბადა თბილისში 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.
“მყავს ძმა – დიმიტრი, და – ნატალი, მშობლები – ლალი ანჯაფარიძე და მერაბ თოდუა. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობდა ნათია.
2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
“ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში – ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ” – ამბობდა მაშინ ნათია.
2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“. ამავე წელს მომღერალმა ჯვარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. ახალგაზრდებს დიდი ხანია, რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ… წყვილმა ქორწილი კახეთში, “შატო ბუერაში” გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ