წიგნი საუკეთესო საჩუქარია – „პალიტრა L-ის“ შეთავაზებები „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“

წიგნი საუკეთესო საჩუქარია – არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სწორად შერჩეული წიგნით ვერ გაახარებთ. ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი დიდ როლს ასრულებს. არის პერიოდები, როდესაც ინტენსიურად ვახერხებთ კითხვას, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გარკვეული პერიოდი კითხვა ვერ მოვახერხოთ. მიუხედავად ამისა, წიგნები ყოველთვის დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში.
აჩუქეთ წიგნი თქვენი ოჯახის წევრს თუ მეგობარს საახალწლოდ და თქვენ მის სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებთ. „პალიტრა L” გირჩევთ განსაკუთრებულ გამოცემებს, რომლებიც სასაჩუქრედ იდეალურია:
მუზეუმების ისტორია დასაბამიდან დღემდე
წიგნს დართული აქვს განსაცვიფრებელი ილუსტრაციები, რომლებიც მკითხველს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მუზეუმების შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის. ზოგადად, საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში მუზეუმებს დიდი როლი აკისრიათ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს პირველ რიგში მუზეუმებს ვსტუმრობთ ხოლმე.
„პალიტრა L-ის“ გამოცემა „მუზეუმების ისტორია დასაბამიდან დღემდე“ აერთიანებს ისტორიებს სხვადასხვა მუზეუმის შესახებ. ის საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც არაერთი მუზეუმი აქვს ნანახი, რადგან მათ შესახებ მოგონებებს გაუცოცხლებს და ასევე, მათთვისაც, ვისაც მუზეუმების ნახვა სურს, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს.
ქართლის ცხოვრების ქრონიკები (1-2ტ)
ვახტანგ ჭელიძის “ქართლის ცხოვრების ქრონიკები” უმდიდრეს სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვადასხვა მემატიანეთა ცნობებზე აგებული მხატვრულად მოთხრობილი საქართველოს ისტორიაა და ნაწარმოების განსაკუთრებულობასაც სწორედ ეს განაპირობებს. ეს გახლავთ სამეცნიერო ნაშრომებსა და მემატიენეთა ცნობებზე აგებული, მხატვრულად მოთხრობილი ნაწარმოები. ავტორი საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. იგი მხატვრული ოსტატობით გვიხატავს ისტორიულ გმირებს, საეტაპო, პოპულარულ ამბებს, ხშირად ამა თუ იმ მოვლენას სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენს და წიგნის ფურცლებზე ესა თუ ის კონკრეტული გმირი, ეპოქა თუ მოვლენა ცოცხლდება. ეს სიცოცხლის ხაზი თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და ასე მკითხველის თვალწინ ერთ მთლიან ჯაჭვად იკინძება ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული მონაგარი. ასე რომ ესაა წიგნი-შუამავალი წარსულსა და მკითხველს შორის.
კომპლექტი – დები ბრონტეები (1-2ტ)
შარლოტა ემილი და ენ ბრონტეები ან, უბრალოდ, დები ბრონტეები, თავიანთი შემოქმედებითა და ხელწერით ლიტერატურული სამყაროს მუდმივი ინტერესის ობიექტები არიან. ოირკშირის საპასტორო მიწებზე ერთი, არაფრით გამორჩეული მღდვლის ოჯახში დაბადებული, ლიტერატურით შთაგონებული გოგონები თავისებურ კალაპოტს უძებნიან საკუთარ ინტერესებს და, შეცნობილად თუ შეუცნობლად, საკუთარი მიკროსამყაროს შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვების ფურცელზე გადატანით, ეპოქალური მნიშვნელობის ნაწარმოებთა შემქმნელებად გვევლინებიან.
კულინარიის ოქროს წიგნი
კულინარიის ოქროს წიგნი მთელი მსოფლიოს კულინარიული გამოცდილების ერთიანობაა. წიგნში თავმოყრილი რეცეპტები სხვადასხვა ტრადიციის მქონე სამზარეულოების გემოსა და არომატს გაგრძნობინებთ. აქ ყველაფერია: ხორცის თუ თევზის კერძები, ნაირგვარი პასტა, უგემრიელესი დესერტი… და, რაც მთავარია, ამ მართლაც ჯადოსნური წიგნის დახმარებით ყველაზე რთულ კულინარიულ კომბინაციებსაც კი უმარტივესად გაუმკლავდებით.
მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა
კრებულში თავმოყრილი ოცდათვრამეტი მიმართვა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად ჩასწვდეს ეპოქას, გააცნობიეროს გამოთქმული აზრები და მიჰყვეს ამ სიტყვების ავტორთა მაგალითებს.
იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა – ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში ასახულია განცდები და გრძნობები, რომლებიც თან სდევს ჩვენი სამყაროს უწყვეტ განვითარებას.
ამ და სხვა სასაჩუქრე გამოცემების ფასდაკლებით შეძენას შეძლებთ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“, რომელიც 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში შეძლებთ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა