ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძიუდოს ლეგენდის, ვარლამ ლიპარტელიანის მოწაფე, ცოტნე ივანიშვილი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ექსპრემიერის ვაჟი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ კა­პი­ტან­თან ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ივა­ნიშ­ვილ­სა და ლი­პარ­ტე­ლი­ანს ძი­უ­დოს ფორ­მე­ბი აც­ვი­ათ, წარ­წე­რით "ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი". ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთაწ­მინ­და­ზე, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე, სუ­მო­ის­ტი "ტო­ჩი­ნო­ში­ნი", რო­მე­ლიც წერს: "ცოტ­ნე და ლიპო გე­ნაც­ვა­ლეთ...“

"ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ლე­გენ­დის ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მო­წა­ფე, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი - "ლი­პოს" წარ­მა­ტე­ბე­ბი და უფ­ლის წყა­ლო­ბა, მალე უკვე, ოთხგზის მამა გახ­დე­ბა და ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს“, - წერს სპორ­ტუ­ლი გვერ­დი SHIDO. ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვარ­ჯი­შის ფო­ტო­ებს შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის (MMA)-ს ვარ­სკვლა­ვებ­თან, უც­ნო­ბია, ივა­ნიშ­ვი­ლი ძი­უ­დო­თი რო­დის და­ინ­ტე­რეს­და.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.