“ძვირფასო ინგა, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას” – სააკაშვილი გრიგოლიას

ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო?
ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ. არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას.
სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო