ძებნილმა პირმა გარიგება დადო სანოტარო ბიუროში და საჯარო რეესტრში – დმანისის ყოფილი მერის ადვოკატი

დმანისის ყოფილ მერის, გიორგი ტატუაშვილის უფლებადამცველის ცნობით, პირები, რომლებიც თავდასხმისთვის უნდა იყვნენ ძებნილები, თავისუფლად გადაადგილდებიან.
შევიტანეთ საჩივარი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რასაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რასაც ადგილი აქვს დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად პირი, რომელიც უნდა იყოს ძებნაში, თავისუფლად გადაადგილდება. ძებნაში მყოფი პირი სამოქალაქო გარიგებებს დებს თავისუფლად სანოტარო ბიუროებში, ასვეე საჯარო რეესტრში. მე ვუშვებ სამ მომენტს – ერთი არის, რომ ეს პირი არ იყო ამ რეჟიმში მოქცეული და ნოტარიუსმა ის ამ ბაზაში ვერ ნახა, ანუ შეიძლება, ფორმალურად არის ძებნაზე გადაცემული, მეორე, ვუშვებ, რომ მას დროებით, რამდენიმე საათით “გაუმწვანეს” მას ამ პასპორტის და პირადობის მოწმობის მოქმედება, რამეთუ ნოტარიუსთან გაეკეთებინა, ან მესამე, ნოტარიუსმა დაუშვა ასეთი გულგრილობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. მომხდარში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირებს – ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს