ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები“ – ნოე სულაბერიძე პარლამენტის დაპირისპირებაზე

„ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები“ – ნოე სულაბერიძე პარლამენტის დაპირისპირებაზე
ცოტა ხნის წინ პარლამენტში “რუსული კანონის” განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც პროცესის დროს ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ძლიერად დაარტყა.

აღნიშნული კადრები ვირუსულად ვრცელდება.

ცოტა ხნის წინ ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ფიზიკურად მასაც გაუსწორდნენ.

ნოე სულაბერიძე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა:

„იქნებ ჩვენი სახელმწიფოს აღდგენიდან 30 წლის შემდეგ მაინც დადგეს დრო, როცა ყველანაირი ძალადობა დაიგმობა და ადამიანებს მუშტი, წიხლი და სისხლი არ გაუხარდებათ!

ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები!“ – წერს ჟურნალისტი.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.