ცხინვალში, ორმხრივი სროლის დროს “თავდაცვის სამინისტროს” თანამშრომელიც დაიჭრა

ოკუპირებულ ცხინვალში სისხლის დონორებს ეძებენ ე.წ. სამართალდამცველი ორგანოების ორი თანამშრომლისთვის, რომლებიც 5 ოქტომბერს მომხდარი სროლის დროს მძიმედ დაიჭრნენ.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, 29 და 31 წლის კაცებს რთული ოპერაცია დასჭირდათ და ამჟამად მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ცხინვალში, გვიან ღამით, სტალინის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივ ტელეგრამარხ “Сапа Цхинвал”-ის ინფორმაციით, სროლაში ადგილობრივი მილიციისა და ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი.
იტყობინებიან, რომ 5 ოქტომბერს „სამართალდამცველები“ „საგამოძიებო სამსახურის დღეს“ აღნიშნავდნენ და სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.
დე ფაქტო ხელისუფლებაში ჯერჯერობით დეტალებზე არ ლაპარაკობენ – რას მოჰყვა სროლა და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში.
“Рес”-ის ცნობით, ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ინციდენტის გამოძიება „პირად კონტროლზე“ აიყვანა. ასევე “პირად კონტროლზე“ იყო აყვანილი ივლისში მომხდარი სროლაც, მაგრამ გამოძიება ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან დაზარალებულებმა უარი თქვეს თანამშრომლობაზე.
ივლისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი (ვიდეო)

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს