ხათუნა ლაგაზიძე: ანუ “ოცნება” აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რასაც მოყვება მსოფლიოს მხრიდან მათი დამოუკიდებლად აღიარება

“საქართველოს ხელისუფლება აპირებს აღიაროს სა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და შემდეგ შეიყვანოს ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები “კონფედერაციაში”, თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივით, საიდანაც გამოსვლა უკვე დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მეორე დღესვე შეეძლებათ, რადგან საერთაშორისო სამართლით კონფედერაციაში შემავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ნებისმიერ დროს, მიზეზის გარეშე შეუძლიათ დატოვონ კონფედერაცია.

ანუ “ოცნება” აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რასაც მოყვება მსოფლიოს მხრიდან მათი დამოუკიდებლად აღიარება, შეიყვანს მათ “კონფედერაციაში”, რომელიც ერთ კვირაში დაიშლება და ჩვენ მივიღებთ ჩვენს საზღვრებთან დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელსაც მეორე დღესვე მიიერთებს. ან კონფედერაციაში შემავალ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიანად რუსეთი საქართველოს მიიერთებს. ეს არის “ოცნების” ბოლო დამანგრეველი გეგმა, რომელსაც ის ტერიტორიული მთალიანობის აღდგენად შეასაღებს საკუთარ შემორჩენილ ამომრჩეველს, ხოლო ჩვენ, ვისაც არ გვინდა რუსული რეჟიმი საქართველო სათავეში, ევროპა-ამერიკიანად, საქართველოს გამთლიანების მტრებად გამოგვაცხადებს. გამოვფხიზლდეთ და წინ აღვუდგეთ! ეს სიმართლე საქართველოს თითოეულ ოჯახამდე უნდა მივიდეს!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

ასევე დაგაინტერესებთ