ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი – სერბეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა

სერბეთის დედაქალაქში, პოლიციამ, დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ვითარება ბელგრადში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერიის გარეთ შეკრებილმა მომიტინგეთა ნაწილმა, ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობაში ძალით შესვლა სცადა.
ათასობით ადამიანი, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უმრავლესობა არჩევნების მანიპულირების შედეგად მოიპოვა. ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“