ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ორ ფავორიტ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკისა და გორდანა სილიანოვსკას შორის გაიმართება, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პენდაროვსკისთან დამარცხდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში პირდაპირი გამარჯვებისთვის აუცილებელია 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!