უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 13 დრონი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.