დერეკ შოლე – საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს

საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს.
„საქართველო გარდამტეხ მომენტშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, – წერს დერეკ შოლე X-ზე.